საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მინი ღვინის ქარხანა-მარნის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№383
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 29/08/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №383

2000 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მინი ღვინის ქარხანა-მარნის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. მიღებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ქონების  პირდაპირი წესით შესყიდვის შესახებ შემოსული განცხადებებისა და ბიზნეს-გეგმების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წინადადება და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს თხოვნის, საქართველოს განათლების სამინისტროს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. დეპარტამენტ „სამტრესტის“, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს, მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კომერსანტთა საერთაშორისო კლუბ „თბილისი-96-ის“ თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიეყიდოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მინი ღვინის ქარხანა-მარანი (დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-3 კილომეტრზე მდებარე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კომერსანტთა საერთაშორისო კლუბ „თბილისი-96-ს“.

2. გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მწირი სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებანი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასწავლო-საცდელი ობიექტის განვითარებისთვის საჭირო დაფინანსებას და კომერციულმა პარტნიორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კომერსანტთა საერთაშორისო კლუბმა „თბილისი-96-მა“ უზრუნველყოს მინი ღვინის ქარხანა-მარნის რეკონსტრუქცია-გადაიარაღება ევროსტანდარტების საწარმოო სასწავლო-საცდელი ბაზის დონეზე, სრულყოფილი სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტთა სასწავლო-საწარმოო პრაქტიკისათვის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების პირობით.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) განახორციელოს სათანადო ღონისძიებანი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე