საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ავიაციის განვითარების ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №321
2001 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ავიაციის განვითარების ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სასაზღვრო ავიაციისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისა და ამ დარგში დაკ ვ ეთების მომსახურების რეგულირების მიზნით საქართველოს საჰაერო კოდექსის 72-ე მუხლის მეხუთე და მეშვიდე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს ნება დაერთოს:
1. შეასრულოს საავიაციო სამუშაოები შიდასაუწყებო წესებისა და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანორმატივო მოთხოვნათა დაცვით დაკვეთის შემთხვევაში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ნებართვით, ხოლო საკუთარი საჭიროებისათვის – ნებართვის გარეშე.
2. საავიაციო სამუშაოთა დაკვეთების შესრულების ღირებულება განისაზღვროს ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო საქართველოს ს ახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაკვეთის შესრულებისას – თვითღირებულების ფარგლებში.
3. საფრენ საავიაციო საშუალებებს მომსახურება გაუწიოს სადგომებით და შეასრულოს მათი ავიატექნიკური მომსახურება ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საფრენ საავიაციო საშუალებებს – თვითღირებულების ფარგლებში.
4. მიღებული შემოსავლების 20 პროცენტი ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 80 პროცენტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ ანგარიშზე.
5. აღნიშნული გზით მიღებული თანხა გამოიყენოს სასაზღვრო ძალების თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისა და სასაზღვრო ავიაციის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის.
6. მიღებული თანხის ხარჯვა განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ავიაციის განვითარების ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ავიაციის განვითარების ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ავიაციის განვითარების ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ავიაციის განვითარების ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 05.07.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №321. სარეგისტრაციო კოდი — 120.340.000.05.002.002..
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ავიაციის განვითარების ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ავიაციის განვითარების ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ“, №321, 05.07.2002, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116068/