მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
2002 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
მშენებლობაში ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ
მშენებლობისა და სარემონტო (შემდგომში – მშენებლობის) სამუშაოებში სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის ახალი საწარმოო ურთიერთობის შესაბამისობაში მოყვანისა და საერთაშორისო ნორმებთან სინქრონიზაციის მიზნით, დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობის შემცირების უზრუნველსაყოფად:
1. მიღებულ იქნეს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება მშენებლობაში ახალ სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიულ ბაზაზე ეტაპობრივად გადასვლის შესახებ.
2. სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზა, რომელიც ატარებს ტექნიკურ, მეთოდურ ხასიათს და არ მოიცავს მშენებლობაში გაწეული საქმიანობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრას, სავალდებულოა ყველა სახის მშენებლობაზე საკუთრების ფორმისა და დაფინანსების წყაროების მიუხედავად.
3. მშენებლობის სამუშაოებზე ახალი ნორმატიული ბაზის საფუძველზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვების გამოყენება განხორციელდეს თანდათანობით, იმ ანგარიშით, რომ დარგის მთლიანი მოცულობა მოიცვას ხარჯთაღრიცხვების ახალმა სისტემამ 2003 წლის ბოლომდე.
4. მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შესაქმნელად მაქსიმალურად იქნეს გა თ ვალისწინებული საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკური პირობები.
5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას შესაძლებლობის ფარგლებში განიხილონ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ შემუშავებული მშენებლობაში ახალი ნორმატიულ-ტექნიკური, მეთოდური, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დაფინანსების საკითხი.
6. ეთხოვოს დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღონ მშენებლობაში ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის სამუშაოებში.
7. ნება დაერთოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიღებული სპეციალური სახსრები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ ჩაირიცხება სახელმწიფო ხაზინაში ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის გახსნილ სპეციალური (არასაბიუჯეტო) სახსრების ანგარიშზე, გამოიყენოს ზემოაღნიშნული ნორმატივების შექმნასთან დაკავშირებული სახსრების ანაზღაურების, სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და მოხელეთა წახალისებისათვის.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2002.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ“?
- „მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ“ მიღებულია 29.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №553. სარეგისტრაციო კოდი — 330.130.000.05.002.002..
- სად არის „მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ“, №553, 29.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116536/