„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდების შექმნის დროებითი წესის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი360.012.004.247
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების
მინისტრის ბრძანება №75
2000 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს� საბაჟო� ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდების შექმნის დროებითი წესის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ
�საქართველოს საბაჟო კოდექსის� 169-ე მუხლებში 2000 წლის 24 მარტს შეტანილი ცვლილებების მოთხოვნათა უზრუნველყოფის, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული �საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალური ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ� ახალი დებულების დამტკიცებამდე ძალაში დარჩეს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 4 ოქტომ-ბრის №184 ბრძანებით დამტკიცებული დებულება �საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ�, ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებებით.
2. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 4 ოქტომბრის №184 ბრძანებით დამტკიცებულ �საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ� დებულების მე-2 თავის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
� მატერიალური სტიმულირების ფონდი იქმნება �საქართველოს საბაჟო კოდექსის� 169-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების პროპორციულად � 3 პროცენტის ოდენობით საბაჟო ორგანოების მომსახურე საბანკო დაწესებულების მიერ საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მომსახურე ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადარიცხვისა (ცენტრალიზაციის) და ამ თანხებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის � 15, იუსტიციის სამინისტროსათვის � 2.5, ეკონომიკის სამინისტროსათვის � 2.5 და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსათვის � 15 პროცენტული ოდენობით თანხების გადარიცხვის შემდეგ დარჩენილი სახსრების ხარჯზე.
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელს (კ. ნარჩემაშვილი) მ/წლის 10 მაისამდე შეიტანოს სათანადო ცვლილებები სპეცსახსრების ხარჯთაღრიცხვებში და წარმოადგინოს დასამტკიცებლად.
4. დაევალოს ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს (კ. გედევანიშვილი):
ა) მკაცრი კონტროლი დააწესოს სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე კუთვნილი თანხების ჩარიცხვაზე და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარმოადგინოს შესაბამისი ანგარიში.
ბ) მიმდინარე წლის 25 მაისამდე მოამზადოს და განსახილველად წარმოადგინოს �საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალური ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ� დებულების პროექტი.
5.� კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ დავით მუმლაძეს.
მ. მაჭავარიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდების შექმნის დროებითი წესის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ”?
- დიახ, სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდების შექმნის დროებითი წესის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.05.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდების შექმნის დროებითი წესის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ”?
- „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდების შექმნის დროებითი წესის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ” მიღებულია 05.05.2000. მიმღები ორგანო — საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №75. სარეგისტრაციო კოდი — 360.012.004.247.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდების შექმნის დროებითი წესის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდების შექმნის დროებითი წესის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდების შექმნის დროებითი წესის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ”, №75, 05.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 360.012.004.247 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51004/