“საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირების და გადამხდელების დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგზაო ფონდის სამმართველოს სტრუქტურის რეორგანიზაციის განსაზღვრის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№83
სარეგისტრაციო კოდი
310.100.000.12.210.004.558
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 04/01/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.12.210.004.558

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №83

2000 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირების და გადამხდელების დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგზაო ფონდის სამმართველოს სტრუქტურის რეორგანიზაციის განსაზღვრის შესახებ

 „აღმასრულებელ ი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

     1. შეიქმნას საგზაო ფონდის სამმართველოში;

     ა) აღმოსავლეთის რეგიონალური განყოფილება;

     ბ) დასავლეთის რეგიონალური განყოფილება;

     გ) ინფორმაციის მიღების და დამუშავების განყოფილება.

     2. გაუქმდეს საგზაო ფონდის სამმართველოს ოთხი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი) რეგიონალური და მსხვილ გადამხდელთა განყოფილებები 2001 წლის 5 იანვრიდან.

     3. განხორციელდეს საგზაო ფონდის სამმართველოს ოთხი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი) რეგიონალური და მსხვილ გადამხდელთა განყოფილებაში მომუშავე საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების გამო.

     4. ამ ბრძანებით შექმნილმა საგზაო ფონდის სამმართველოს სტრუქტურულმა ერთეულებმა, აღმოსავლეთის რეგიონალურმა განყოფილებამ, დასავლეთის რეგიონალურმა განყოფილებამ და ინფორმაციის მიღების და დამუშავების განყოფილებამ უფლებამოსილება განახორციელოს 2001 წლის 5 იანვრიდან.

     5. ამ ბრძანების შესრულების მიზნით დაევალოს საგზაო ფონდის სამმართველოს (ზ. თაფლაძე) განსაზღვროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები და საშტატო განრიგი.

     6. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მ. ესაკიას.

    ბ. სარალიძე