სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 90%) კომერციული კონკურსის ფორმით, სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№324
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 68, 31/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №324

2000 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 90%) კომერციული კონკურსის ფორმით, სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო დაზღვევაში“ არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის დარეგულირების, საწარმოს რეაბილიტაციისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით:

1. ნება დაერთოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს განახორციელოს სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქცი­ათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 90%) პრივატიზება კომერციული კონკურსის ფორმით, საინვესტიციო პირობებით, სიმბოლური საწყისი ფასით 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება), ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი.ჩხარტიშვილი) და დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურმა (ა.ცერცვაძე) სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის“ საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიმუშაონ შესაბამისი საკონკურსო პირობები საწარმოს საბიუჯეტო და სადაზღვევო ვალდებულებათა, სხვა კრედიტორულ დავალიანებათა სრული განაღდების, საწესდებო კაპიტალის კანონმდებლობით დადგე­ნილ აუცილებელ მინიმალურ ოდენობამდე და სადაზღვევო რეზერვების შევსების პირობით.

ე. შევარდნაძე