„სააქციო საზოგადოება ,,კასპიცემენტის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა 50.59 პროცენტის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№621
1999 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა 50.59 პროცენტის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტში“ შექმნილი მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით:
1. სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა 50.59 პროცენტის პრივატიზება განხორციელდეს კომერციული კონკურსის ფორმით, სიმბოლური საწყისი ფასით 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების პირობით.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება), მრეწველობის სამინისტრომ (ბ. შოშიტაიშვილი) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) კონკურსის გამოცხადების მიზნით შეიმუშაოს საკონკურსო პირობები.
ე. შევარდნაძე