რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1037
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1037

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური  მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თანხა 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული და ორგანიზებულად განსახლებული ოჯახების მიერ 2009 წლის განმავლობაში მოხმარებული წყლის საფასურის ანაზღაურების მიზნით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“მიერ წარდგენილი სიის მიხედვით, ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ნ. გილაური