საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№749
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №749

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის №116 დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა სრულყოფილად განხორციელების მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას უზრუნველყონ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებებში ამ მიზნით 253 399 (ორას ორმოცდაცამეტი ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის გათვალისწინება;

ბ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული თანხის შესაბამისი კომპანიებისათვის ანაზღაურება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი              ვ. გურგენიძე