საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ასათვისებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№440
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №440

2007 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ასათვისებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ენერგეტიკული სექტორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულების – ქვეყნის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად ათვისების მიზნით მდინარეების: მტკვრის, რიონის და ცხენისწყლის ჰიდროენერგეტკიული პოტენციალის შესასწავლად:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური):

ა) უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახე“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფა;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნული სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად შესრულების მიზნით უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინსტრომ (ა. ალექსიშვილი) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი