ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№480
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ
ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლის პროექტის დასრულების მიზნით:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიშების (მათ შორის, საბოლოო ანგარიშის) მიღება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ნაწილში;
ბ) ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (3 600 000 აშშ დოლარი) შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების 774 000 აშშ დოლარის დაქვითვა და ვალდებულებების ვადაგადაცილებისათვის 324 000 აშშ დოლარის სანქცია-საურავების დაკისრება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2008.
- როდის იქნა მიღებული „ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ“?
- „ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ“ მიღებულია 30.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №480. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ“, №480, 30.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2098622/