საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მილენიუმ ტრანსის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№708
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №708

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მილენიუმ ტრანსის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“–„ი“ და „ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/08 განკარგულების გათვალისწინებით, შპს „მილენიუმ ტრანსი“ (ს/კ 205203885) გათავისუფლდეს მასზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2008 წლის 31 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2012 წლის 26 მარტს ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების (საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 ივლისის №490 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები) დარღვევისთვის, ამავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                                   ნ. გილაური