საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №934
2012 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის 491მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 14 მაისის №04/10238) შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო) აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2010 წლის 11 მარტს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებ ის დამადასტურებელი ოქმი №2ა-ს მე- 6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიერ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) 2012 წლის 30 სექტემბრამდე შპს „საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკი ს “ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაზაზე ( ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 21ა ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01. 14. 03. 040. 258) სისხლის ბანკ ი ს შექმნა და ამ მიზნით ამავე ვადაში დამატებით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიცი ის განხორციელება ;
ბ) ამ განკარგულებით დათქმული მოთხოვნი ს შესრულების უზრუნველსაყოფ ად, არა უგვიანეს 2012 წლის 10 ივნის ის ა , სახელმწიფოს სასარგებლოდ შპს „საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ( ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 21ა ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01. 14. 03. 040. 258) I და II სართულები ს ფართ ობ ი ს მთლიანად და შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ( ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 21ა ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01. 14. 03. 040. 258) V სართული ს ფართ ობ ის ნახევრის იპოთეკით დატვირთვა.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 14.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №934. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №934, 14.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2294582/