ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2502
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2502

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. გერმანიის ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის“ მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციისა და კავშირ „ჯანმრთელი ბავშვების“ სახელზე გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს 2011 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურების ხარჯების (საჰაერო ხომალდის სტარტი და დაშვება, აერონავიგაცია, საჰაერო უსაფრთხოება, სატერმინალო‑სატვირთო მომსახურება) ანაზღაურება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი – 35 01).

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით 2011 წლის 19 დეკემბერს გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება და შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №269 განკარგულება.

4. განკარგულება ძალაშია 2011 წლის 19 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2011.
როდის იქნა მიღებული „ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
„ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 21.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2502. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“, №2502, 21.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2336606/