გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის ერთ-ერთი ქუჩის სახელდების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.166.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №49

 

2017  წლის 5 ივნისი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის ერთ-ერთი ქუჩის სახელდების თაობაზე

 

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის სხდომის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომის №8 ოქმის ამონაწერით მიღებული თანხმობის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, (რომელიც მდებარეოს სოფელ კოლაგის საჯარო სკოლის ქუჩის პარალელურად), მიენიჭოს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ისტორიული პიროვნების მეფე ,,ერეკლე II-ის“ სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2.    გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარებისა და სხვ. დამზადება, გავრცელება და სხვ.).

3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს საქართელოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით წინამდებარე განკარგულების გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                              ვანო ბერიძიშვილი