სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.108.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 5

2019 წლის 18 თებერვალი

სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის ,,ე“ პუნქტის, და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის №10 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ქ. სენაკში, ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიული ობიექტისათვის (ქალაქ სენაკში, ქუთაისის ქუჩის ჩიხურ განშტოებას) მიენიჭოს „ქუთაისის ქუჩის III ჩიხის“ სახელი (რუკა თან ერთვის).

2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

3. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. №247).

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                  ბადრი კალანდარიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2019.
როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“?
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ მიღებულია 18.02.2019. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.108.016003.
სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“, №5, 18.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4491391/