საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.165.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №49

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-4 და მე-7 მუხლების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 04 ნოემბრის №18 ოქმით გაცემული თანხმობის  შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ საგარეჯოში მდებარე წიფლისხევის ქუჩის ნაწილს გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს „ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა“ თანდართული რუკის შესაბამისად (რუკა თან ერთვის).

2. განკარგულება, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, გადაეგზავნოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას, გაეგზავნოს ასევე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               ოთარ ჩალათაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2019.
როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“?
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ მიღებულია 06.12.2019. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.165.016001.
სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“, №49, 06.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.165.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4733648/