გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№239
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №239

2019 წლის 13 დეკემბერი

ქ. გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივაა ქ.გორში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის – ქუჩისათვის სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, ნანა ბერიაშვილის სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია:  ქუჩის პირველი მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე: 61.82 მ;  საწყისი კოორდინატი: X425756.72; Y4649351.51; საბოლოო კოორდინატი: X425817.6; Y4649362.27; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები: 66.45.14.290; 66.45.14.056; აღმოსავლეთით ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა; დასავლეთით სოგრატ გალუსტაშვილის ქუჩა; ქუჩის მეორე მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე: 61.27 მ; საწყისი კოორდინატი: X425861.68; Y4649364.99; საბოლოო კოორდინატები: X 425922.78; Y 4649369.53; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი: 66.45.14.166 და დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი; აღმოსავლეთით ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა; დასავლეთით ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 4 ნოემბრის № 18 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის

„პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. ქ.გორში მდებარე მდებარე  უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს – ქუჩას, რომლის აღწერაა: ქუჩის პირველი

მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე: 61.82 მ;  საწყისი კოორდინატი: X425756.72; Y4649351.51; საბოლოო კოორდინატი: X425817.6; Y4649362.27; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები: 66.45.14.290; 66.45.14.056; აღმოსავლეთით ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა; დასავლეთით სოგრატ გალუსტაშვილის ქუჩა; ქუჩის მეორე მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე: 61.27 მ;  საწყისი კოორდინატი: X425861.68; Y4649364.99; საბოლოო კოორდინატი: X425922.78; Y4649369.53; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი: 66.45.14.166 და დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი; აღმოსავლეთით ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა; დასავლეთით ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა – ეწოდოს ნანა ბერიაშვილის სახელი.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                      დავით რაზმაძე