გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№204
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №204

2025 წლის 12 დეკემბერი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში არსებული №1 ქუჩისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის და გმირების ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში არსებულ №1 ქუჩას გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს გმირების ქუჩა.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                      მარლენ ნადირაძე