გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №104 |
|
2025 წლის 8 აგვისტო ქალაქი გორი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში არსებული №15 ქუჩას, №15 ქუჩის 2 ჩიხს და 3 შესახვევს გადარქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის – ანა (ოლა) სოლოღაშვილის სახელი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
- „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ მიღებულია 08.08.2025. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016069.
- სად არის „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“, №104, 08.08.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016069 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6603960/