გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №103

2025 წლის 8 აგვისტო

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში არსებული №1 ქუჩისთვის, №1 ქუჩის 9 ჩიხისთვის და 4 შესახვევისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევისა და გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის – მანანა ორბელიანის სახელის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში არსებულ №1 ქუჩას, №1 ქუჩის 9 ჩიხს და 4 შესახვევს გადარქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის – მანანა ორბელიანის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              დავით რაზმაძე