გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №201
2025 წლის 12 დეკემბერი
ქ. გორი
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის მანუჩარ ლაფაჩის ინიციატივა, რომლითაც ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთში არსებულ №4 ქუჩას, №4 ქუჩის I და II ჩიხებს №3 და №8 ქუჩებს გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი სპორტსმენის, საზოგადო მოღვაწის კობა კურტანიძის სახელი, ხოლო №3 ქუჩის გარკვეულ მონაკვეთს ეწოდოს კობა კურტანიძის I შესახვევი (იხ.დანართი).
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთში არსებულ №4 ქუჩას, №4 ქუჩის I და II ჩიხებს, №3 და №8 ქუჩებს გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი სპორტსმენის, საზოგადო მღვაწის კობა კურტანიძის სახელი, ხოლო №3 ქუჩის გარკვეულ მონაკვეთს ეწოდოს კობა კურტანიძის I შესახვევი (იხ.დანართი).
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
- „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ მიღებულია 12.12.2025. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №201. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016075.
- სად არის „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“, №201, 12.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016075 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6699297/