გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                                                           

გორის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს

განკარგულება №102

2025 წლის  8   აგვისტო

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  შემოსულია  საკრებულოს წევრის ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში არსებული №12 ქუჩისთვის და №12 ქუჩის 6 ჩიხისთვის  ძველი სახელწოდების გადარქმევის და გამოჩენილი  ქართველი საზოგადო მოღვაწის  – ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახელის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46  სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,  

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში არსებულ №12 ქუჩას და №12 ქუჩის 6 ჩიხს გადარქვას ძველი სახელწოდება  და  ეწოდოს გამოჩენილი  ქართველი საზოგადო მოღვაწის – ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას  სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

საკრებულოს თავმჯდომარე                                          დავით რაზმაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.08.2025.
როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
„გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ მიღებულია 08.08.2025. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №102. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016067.
სად არის „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.08.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“, №102, 08.08.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6603909/