გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№206
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016080
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №206

2025 წლის 12 დეკემბერი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ მურალოვას  ინიციატივა, რომლითაც ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში  არსებულ №2  ქუჩას, №2 ქუჩის I-II-III  შესახვევს და  I-II–III  ჩიხს ეწოდოს  2008 წლის აგვისტოს ომში  გმირულად დაღუპული  საზოგადო მოღვაწის – ივანე ელიკაშვილის სახელი, ხოლო  №8 ქუჩას გადაერქვას და ეწოდოს ივანე ელიკაშვილის მე-4 შესახვევი.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის  2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,  

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში მდებარე №2 ქუჩას, ასევე მასთან არსებულ შესახვევებსა და ჩიხებს გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს 2008 წლის აგვისტოს ომში  გმირულად დაღუპული  საზოგადო მოღვაწის – ივანე ელიკაშვილის სახელი, ხოლო №8 ქუჩას გადაერქვას და ეწოდოს ივანე ელიკაშვილის მე-4 შესახვევი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                          მარლენ ნადირაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2025.
როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
„გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ მიღებულია 12.12.2025. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №206. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016080.
სად არის „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“, №206, 12.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016080 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6699447/