გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №44

2025 წლის 14 მარტი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის – ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში არსებული №1 ქუჩისთვის ძელი სახელწოდების გადარქმევის და მწერალის, პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ანტონ ფურცელაძის სახელის მინიჭების თაობაზე. ამასთან, აღნიშნულ №1 ქუჩის ორ შესახვევს და ოთხ ჩიხს შესაბამისად ეწოდოს ანტონ ფურცელაძის №1 ქუჩის I და II შესახვევი და I, II , III და IV ჩიხი

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 2025 წლის 24 თებერვლის №45 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ დამტკიცებულ №2 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №1 ქუჩას ეწოდოს ანტონ ფურცელაძის სახელი, №1 ქუჩის ორ შესახვევს და ოთხ ჩიხს შესაბამისად ეწოდოს ანტონ ფურცელაძის №1 ქუჩის I და II შესახვევი და I, II , III და IV ჩიხი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

  საკრებულოს თავმჯდომარე                                                                დავით რაზმაძე


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2025.
როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“?
„გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“ მიღებულია 14.03.2025. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016060.
სად არის „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ“, №44, 14.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6448108/