გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №238
2019 წლის 13 დეკემბერი
ქ. გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიხეილ ვახტანგაშვილის ინიციატივაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის – ქუჩისათვის ერედვის სახელის მინიჭება. ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 530,84 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X 422162.863/Y4669113.475 და საბოლოო კოორდინატები X 422326.566/ Y 4669600.755; ჩრდილოეთით მდებარეობს არსებული შიდა საუბნო გზები; სამხრეთით მდებარეობს გზაგამტარი გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკი; დასავლეთით მდებარეობს მიწის ნაკვეთები: ს/კ 66.48.01.473, 66.48.01.150, 66.48.01.028, 66.48.01.042; აღმოსავლეთით მდებარეობს მიწის ნაკვეთები: ს/კ 66.48.01.475, 66.48.01.395, 66.48.01.413.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 4 ნოემბრის №18 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს – ქუჩას რომლის აღწერაა: ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 530,84 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X 422162.863/ Y4669113.475; საბოლოო კოორდინატები X422326.566/ Y 4669600.755; ჩრდილოეთით მდებარეობს არსებული შიდა საუბნო გზები; სამხრეთით მდებარეობს გზაგამტარი გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკი; დასავლეთით მდებარეობს მიწის ნაკვეთები: ს/კ 66.48.01.473, 66.48.01.150, 66.48.01.028, 66.48.01.042; აღმოსავლეთით მდებარეობს მიწის ნაკვეთები: ს/კ 66.48.01.475, 66.48.01.395, 66.48.01.413 - ეწოდოს ერედვის ქუჩა.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ მიღებულია 13.12.2019. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №238. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016019.
- სად არის „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“, №238, 13.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016019 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4737607/