ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №35 03
2017 წლის 21 ივლისი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის „2017 წლის 7 ივლისის №9 ოქმის საფუძველზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – დაბა ბაკურიანში დიდველის მიმდებარედ მდებარე ტერიტორიას ეწოდოს „დიდველის სახელობის ქუჩა“, თანდართული რუკის თანახმად (დანართი 1).
2. განკარგულება გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი გიორგი ფერაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“?
- „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“ მიღებულია 21.07.2017. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №35 03. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.139.016001.
- სად არის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ“, №35 03, 21.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3754936/