გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს განკარგულება №88
2019 წლის 12 აპრილი
ქ. გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს ინიციატივა ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე „ნავთსადენის“ ქუჩას ეწოდოს ვარლამ მგალობლიშვილის სახელი, რადგან იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1910-1915 წლებში) და ქართველთა წერა-კითხვის საზოგადოების გორის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე „ნავთსადენის“ ქუჩას ეწოდოს ვარლამ მგალობლიშვილის სახელი, რომლის კოორდინატებია: საწყისი კოორდინატები: საწყისი კოორდინატები: X-425842; Y-4647070; საბოლოო კოორდინატები: X- 425990; Y-4646921.
სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №11 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე „ნავთსადენის“ ქუჩას, რომლის კოორდინატებია: საწყისი კოორდინატები: X- 425842; Y-4647070; საბოლოო კოორდინატები: X-425990; Y-4646921, ეწოდოს ვარლამ მგალობლიშვილის სახელი.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“?
- „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ მიღებულია 12.04.2019. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №88. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.148.016014.
- სად არის „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“, №88, 12.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4538399/