ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№137
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 07/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 137

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. გერმანიის ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის“ მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს2013 წლის თებერვლის თვეში ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების (საჰაერო ხომალდის დაშვება და სტარტი, აერონავიგაცია, საჰაერო უსაფრთხოება) ანაზღაურება „საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი - 35 01 01).

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისათვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი