ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1557
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1557

2017 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

1. ქ. თბილისის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგებისა და საიმედოობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს თბილისის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, კერძოდ, ქალაქ თბილისში, სოფელ ტაბახმელაში:

ა) 220/110 კვ ქვესადგურის პროექტირება-მშენებლობა;

ბ) 220/110 კვ ქვესადგურის პროექტირებისას არსებულ ქსელთან ინტეგრირების შესაძლებლობის გათვალისწინება;

გ) 220 /110 კვ ქვესადგურის სისტემაში მისაერთებლად 220 კვ ეგხ „ალგეთის“ ქვესადგურში შეჭრა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარის გამოყოფა და სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995176) კაპიტალის გაზრდის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის.

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი