ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1393
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017504
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1393

2014 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. გერმანიის ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენსდორფ ინტერნაციონალისა“ და ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ მიერ ბავშვთა მკურნალობის ერთობლივი მორიგი 82-ე აქციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს 2014 წელს, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების (მათ შორის, საჰაერო ხომალდის აფრენა‑დაფრენის, სანავიგაციო, სახმელეთო‑სააეროპორტო მომსახურებების და საავიაციო უშიშროების მომსახურების საფასურები) ანაზღაურება, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა“ პროგრამით (პროგრამული კოდი - 35 01 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისათვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                  ირაკლი ღარიბაშვილი