საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანიის განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №164
2007 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანიის განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ
მსოფლიოს წამყვან და გავლენიან ბიზნესსივრცეში საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ცენტრის, პოზიტიური იმიჯის წარმოჩენისა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესის მხარდაჭერის მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანია „M&CSAATCHI“-სთან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების გაფორმება 2007 წლის განმავლობაში მარკეტინგული კამპანიის განხორციელების თაობაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებათა განხორციელება „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხარჯებისათვის 2621 კოდით გათვალისწინებული თანხიდან 7 788 946 (შვიდი მილიონ შვიდას ოთხმოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაექვსი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის კოდში გადატანის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი