საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №797
2009 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს ,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებ ით გათვალისწინებული სადაზღვევო ვაუჩერების ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საჯარო სკოლების და ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დაზღვევ ისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი: 32 09 02 ).
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური