საქართველოს პოპულარიზაციისათვის წარმატებული მარკეტინგული კამპანიის განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№496
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 12/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №496

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პოპულარიზაციისათვის წარმატებული მარკეტინგული კამპანიის განხორციელების შესახებ

1. მსოფლიოს წამყვან და გავლენიან ბიზნესსივრცეში საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ცენტრის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენისა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №164 განკარგულების საფუძველზე კომპანია „M&CSAATCHI“საქართველოს პოპულარიზაციისათვის ახორციელებს წარმატებულ გლობალურ საერთაშორისო სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიას. ამ კამპანიის ხელშესაწყობად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს კომპანია „M&CSAATCHI“-ს დამატებითი დაფინანსებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხარჯებისათვის 2621 კოდით გათვალისწინებული თანხიდან 1 344 470 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაოთხი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარისა და 2509 კოდით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 449 766 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაცხრა ათას შვიდას სამოცდაექვსი) ლარის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის კოდში გადასატანად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი