უკრაინელ ბავშვთა დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№544
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018874
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №544

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

უკრაინელ ბავშვთა დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, კერძოდ, დონეცკის ოლქში, ქ. სლავიანსკში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვების საქართველოში ვიზიტის, რეაბილიტაციისა და დასვენების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) უზრუნველყოს უკრაინული საქველმოქმედო ფონდის „жизнь вопреки“-ის („სიცოცხლე ყველაფრის მიუხედავად“) მიერ შერჩეული 30 ბავშვისა და 3 თანმხლები პირის კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით მგზავრობის, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯების, სასტუმროსა და კვების, ბავშვებისათვის სხვადასხვა გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების, ფსიქოლოგიური სეანსის ორგანიზება და დაფინანსება.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სააგენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც შეადგენს 57 560,0 ლარს, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 01 04) ასიგნების ფარგლებში.

3. სააგენტომ მიიღოს ზომები, რათა განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და ბავშვებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უზრუნველყოფილი იქნეს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი