შპს „მექანიზატორის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2469
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020354
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №24 69

2015 წლის 1 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „მექანიზატორის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით

გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 4 000 000 ლარი მიმართოს შპს „მექანიზატორის“ ანგარიშზე კაპიტალის გასაზრდელად, შემდგომში შპს „მექანიზატორის“ მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკურად გამართვისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად და 2015 წელს წარმოშობილი ვალდებულებების დასაფარად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტში.

3. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეს შპს „მექანიზატორს“, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების (მათ შორის, საბურავები) და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ - მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი