ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების (შეთანხმების) პროექტის - „შპს „მექანიზატორის“ პოტენციალის შეფასება საჯარო-კერძო პარტნიორობის ან გაყიდვის მიზნით“ - მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1150
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ( USAID ) და ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების (შეთანხმების) პროექტის - „შპს „მექანიზატორის“ პოტენციალის შეფასება საჯარო-კერძო პარტნიორობის ან გაყიდვის მიზნით“ - მოწონების თაობაზე 1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილებისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID ) და ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების (შეთანხმების) პროექტი – „შპს „მექანიზატორის“ პოტენციალის შეფასება საჯარო-კერძო პარტნიორობის ან გაყიდვის მიზნით“. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) გრანტის ფარგლებში.3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი პირი გათავისუფლდეს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.
პრემიერ - მინისტრი ი . ღარიბაშვილი