საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1484
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საქართველოში ჰეპატიტის გავრცელების პოპულაციური კვლევის პროტოკოლის მიხედვით, 18 წელზე ზევით ასაკის 7000 ბენეფიციარის (+/-30%) სკრინინგი B და С ჰეპატიტებზე და ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვება;
ბ) С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებით შემთხვევებზე გაღრმავებული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება გენოტიპის დასადგენად;
გ) ეპიდემიოლოგიური მონაცემების (მ.შ. ლაბორატორიული კვლევის შედეგების) აღრიცხვა სპეციალურ მონაცემთა ბაზებში;
დ) მონაცემთა ბაზებში ასახული ინფორმაციის ანალიზი;
ე) მიღებული შედეგების საფუძველზე, საქართველოში B და С ჰეპატიტების დაავადებების საწინააღმდეგო სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრა.
2. ამ განკარგულებით განსაზღვრული ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო მასალების (რეაგენტების, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალის) შესყიდვა ცენტრმა განახორციელოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ეპიდზედამხედველობის პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 03) გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოს 300.0 ათასი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 26.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1484. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017588.
- სად არის „საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №1484, 26.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017588 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2482363/