საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2720
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2720

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

1. იმუნიზაციისათვის საჭირო „ცივი ჯაჭვის“სისტემის (შემდგომში – ცივი ჯაჭვი) ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) მიეცეს უფლება:

ა) განახორციელოს საჭირო აღჭურვილობის (ოთახმაცივარი, ძაბვის რეგულატორი, ოთახმაცივრების ტემპერატურის მონიტორინგის კარის სენსორები, ოთახმაცივრების ტემპერატურის მონიტორინგის ტემპერატურის სენსორები, ოთახმაცივრების ტემპერატურის მონიტორინგის ბატარეები, გაყინვის ინდიკატორები, ტემპერატურის ელექტრონული ჩამწერები) შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ბ) „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებისაგან, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისაგან განსხვავებული პირობები და ცენტრმა გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში წინასწარი ანგარიშსწორება აწარმოოს შესაბამისი გარანტიის მოთხოვნის გარეშე და მხარე გაათავისუფლოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან.

2. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის „იმუნიზაცია“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოს 275 400 ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი