დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებისათვის საპრიზო ფონდის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№130
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020784
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №130

2016 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებისათვის საპრიზო ფონდის განსაზღვრის შესახებ

დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.18.04.065) საცხოვრებელი კომპლექსის დაპროექტებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაგეგმილ სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების საპრიზო ფონდის უზუნველსაყოფად, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, მიმართოს 2 300 (ორი ათას სამასი) ლარი, საიდანაც:

ა) 1000 (ათასი) ლარი მიმართოს I ადგილზე გასული სტუდენტ(ებ)ის დაჯილდოებისათვის;

ბ) 800 (რვაასი) ლარი მიმართოს II ადგილზე გასული სტუდენტ(ებ)ის დაჯილდოებისათვის;

გ) 500 (ხუთასი) ლარი მიმართოს III ადგილზე გასული სტუდენტ(ებ)ის დაჯილდოებისათვის.

პრემიერ-მინისტრი              გიორგი კვირიკაშვილი