თელავის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1460
2017 წლის 1 2
ივლისი
ქ. თბილისი
თელავის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი
ღონისძიებების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება თელავის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 35 360.64 ლარისა (ოცდათხუთმეტი ათას სამას სამოცი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 9 875.68 ლარის (ცხრა ათას რვაას სამოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდარვა თეთრი), ჯამში − 45 236.32 ლარის (ორმოცდახუთი ათას ორას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი