სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№466
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 17/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №466

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის№25 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ განკარგულების №№1-59 დანართებით გათვალისწინებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს ჯამში 49 993 821(ორმოცდაცხრა მილიონ ცხრაას ოთხმოცდაცამეტი ათას რვაას ოცდაერთი) ლარი.  

2. განკარგულების №№1-59 დანართებით გათვალისწინებულმა  ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა, დანართებში მითითებული მიზნობრიობის დაცვით, უზრუნველყონ  გამოყოფილი თანხების წარმართვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №25დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მე-2 და მე-5 მუხლების შესაბამისად.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა №№1-59 დანართებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები  განხორციელონ  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                   ბ . ივანიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.05.2013.
როდის იქნა მიღებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 17.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №466. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
სად არის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №466, 17.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2222469/