სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1014
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 31/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№1014

2013 წლის 3 1 ივლისი

ქ. თბილისი

სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გორის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას, რომლებსაც სარწყავი წყლით ამარაგებს სოფელ ნიქოზში არსებული კაშხალი, წარმოეშვა სამელიორაციო მომსახურების დავალიანება , ხოლო აღნიშნულ კაშხალს წარმოქმნილი აქვს ელექტოენერგიის დავალიანება.

2. ეთხოვოს გორის მუნიციპალიტეტს 2013 წლის ბიუჯეტში 1 000 000 ლარის მოძიება და აღნიშნული თანხა მიმართოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ელექტროენერგიის დავალიანების დასაფარავად.

3. მიეცეს უფლება გორის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის № 213 განკარგულებით ქ. გორში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხიდან წარმოქმნილი ეკონომია 365 000 ლარი მიმართოს ქ. გორში საჭიდაო დარბაზის მშენებლობისათვის, ხოლო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №772 განკარგულებით, სოფელ ნიქოზის სარწყავი წყლის სისტემის ქსელის მოწყობისათვის გამოყოფილი თანხიდან წარმოქმნილი ეკონომია 67 500 ლარი მიმართოს საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის სამელიორაციო მომსახურების ნაწილობრივი დაფინანსებისათვის (ნიქოზის კაშხალი).

4. სამელიორაციო სისტემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2013წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობი სამინისტროს გამოუყოს 500 000 ლარი.

პრემიერ-მინისტრი   ბ . ივანიშვილი