საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2056
2012 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 177 600 (ას სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 1 600 ( ათას ექვსასი) ლარი .
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ არასტანდარტულ ციტრუსზე აღნიშნული საწარმოს მიერ გადახდილი თანხის დამატებით ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე 0,08 ლარის გაცემა.
3. მიეცეთ უფლება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, აუცილებლობის შემთხვევაში, 2013 წლის განმავლობაში განაგრძონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 24.12.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2056. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №2056, 24.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2287752/