საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1990
2012 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარ გში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯო ბე სების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის წი ნებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 480 000 (ოთხას ოთხმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 224 000 (ორას ოცდა ოთ ხი ათასი) ლარი;
ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი;
გ) თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიას 96 000 (ოთხმოცდა თექ ვსმეტი ათასი) ლარი .
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნ ველყონ ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში შესყიდულ ყოველ 1 კილოგრამ არასტანდარტულ ციტრუსზე აღნიშნული საწარმოს მიერ გადახდილი თანხის დამატებით ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე 0,08 ლარის გაცემა.
3. მიეცეთ უფლება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, აუცილებლობის შემთხვევაში, 2013 წლის განმავლობაში განაგრძონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების და ფინანსება.
4. განკარგულების კონტროლი განახორციელონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ქ. ბათუმის მერიამ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ხელვაჩაურის მუნიცი პალიტეტის გამგეობამ .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი