სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1106
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017305
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავ რ ობის

განკარგულება №1106

2014 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. 201 4 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 902 836 (ცხრაას ორი ათას რვაას ოცდათექვსმეტი)ლარი, მათ შორის:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - 806 135 (რვაას ექვსი ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარი;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტს - 96 701 (ოთხმოცდათექვსმეტი ათას შვიდას ერთი) ლარი.

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის , სახიდე გადასასვლელები), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების (მათ შორის , წყალგამტარი მილები), გაბიონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.

 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა , ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები:

 ა) სოფელ „დიდი ნამტვრიანის“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 29 802 (ოცდაცხრა ათას რვაას ორი) ლარი;

ბ) სოფელ შამთის ხევის №1 ტერიტორიის რეაბილიტაცია - 43 853 (ორმოცდასამი ათას რვაას ორმოცდაცამეტი) ლარი;

გ) სოფელ შამთის ხევის №2 ტერიტორიის რეაბილიტაცია - 79 053 (სამოცდაცხრამეტი ათას ორმოცდაცამეტი) ლარი .

პრემიერ-მინისტრი                        ი . ღარიბაშვილი