ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№483
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023318
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №483

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 მიეცეს უფლება ტყიბულის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 44 723 (ორმოცდაოთხი ათას შვიდას ოცდასამი) ლარი, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 19 793 (ცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი) ლარი და „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 21 500 (ოცდაერთი ათას ხუთასი) ლარი, ჯამში –  86 016 (ოთხმოცდაექვსი ათას თექვსმეტი) ლარი მიმართოს შპს „საფეხბურთო კლუბის „მეშახტის“ საწვრთნელ ბაზაზე არსებული სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი