მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №624
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება მცხეთის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების საფუძველზე – 34 529 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთას ოცდაცხრა) ლარის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე – 51 317 (ორმოცდათერთმეტი ათას სამას ჩვიდმეტი) ლარის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულების საფუძველზე –8 (რვა) ლარის, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №1404 განკარგულების საფუძველზე – 212 (ორას თორმეტი) ლარის, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1981 განკარგულების საფუძველზე – 10 510 (ათი ათას ხუთას ათი) ლარის, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2046 განკარგულების საფუძველზე – 3 453 (სამი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) ლარის, ჯამში – 100 029 (ასი ათას ოცდაცხრა) ლარის ეკონომიების ფარგლებში, განახორციელოს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისის სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რეზერვუარის მშენებლობა და სოფლის ახალი დასახლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი