ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №389
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება ონის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის №2797 განკარგულების გათვალისწინებით), დარჩენილი 20 488 (ოცი ათას ოთხას ოთხმოცდარვა) ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 44 425 (ორმოცდაოთხი ათას ოთხას ოცდახუთი) ლარი და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1340 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 78 492 (სამოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, ჯამში - 143 405 (ას ორმოცდასამი ათას ოთხას ხუთი) ლარი მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო და საექსპერტო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად:
ა) სოფელ ცხმორში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ გლოლაში წყალსადენის ქსელის მოწყობა;
გ) ქალაქ ონში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 02.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №389. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023248.
- სად არის „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №389, 02.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023248 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3601901/