„ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№616
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023476
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №616

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიეცეს უფლება ონის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის №2797 განკარგულების გათვალისწინებით) დარჩენილი 20 488 (ოცი ათას ოთხას ოთხმოცდარვა) ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 44 425 (ორმოცდაოთხი ათას ოთხას ოცდახუთი) ლარი და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1340 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 78 492 (სამოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, ჯამში − 143 405 (ას ორმოცდასამი ათას ოთხას ხუთი) ლარი მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოების შესყიდვების განსახორციელებლად:

ა) სოფელ ცხმორში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ გლოლაში წყალსადენის ქსელის მოწყობა;

გ) ქალაქ ონში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2017.
როდის იქნა მიღებული „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №616. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023476.
სად არის „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №389 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №616, 31.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023476 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3640156/